სოფლის მეურნეობის სამინისტრო:  დავით გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომპანია "ჰერიოს" საქმიანობაში არ მონაწილეობს

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ კომპანია "ჰერიოს" საქმიანობაში არ მონაწილეობს.

აღნიშნული კომენტარი სოფლის მეურნეობის სამინისტროში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთდა, რომლის თანახმადაც, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტენდერებში მაღალი თანამდებობის პირების კომპანიების მონაწილეობას ეხება. მათ შორის არის კომპანია "ჰერიო".

"სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა 2012 წლის ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც ამ თანამდებობაზე დაინიშნა, საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 66-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, გადასცა მის მიერ 2011 წელს დაფუძნებული კომპანია "ჰერიოს" მართვის უფლება და მას შემდეგ არ მონაწილეობს კომპანიის არანაირ საქმიანობაში", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურში.