politico – BioNTech-ში მიიჩნევენ, რომ "ფაიზერის" მესამე დოზა 6-12 თვეში იქნება საჭირო

კომპანია BioNTech მიიჩნევს, რომ საჭირო გახდება Pfizer -თან ერთად წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ე.წ. ბუსტერული დოზა, მაგრამ არ იქნება საჭირო მისი შეცვლა ვირუსის „დელტა“ ვარიანტისთვის. politico.eu -ს ცნობით, ამის შესახებ კომპანიაში განაცხადეს.

კომპანიის მთავარი ექიმის ოზლემ თიურეჩის განცხადებით, მესამე დოზის შეყვანა, სავარაუდოდ, საჭირო გახდება ვაქცინაციის პირველი რაუნდიდან 6-12 თვეში. მანვე განაცხადა, რომ გამოკვლევები ცხადყოფს ვაქცინის ეფექტურობას ვირუსის იმ ვარიანტების წინააღმდეგ, რომლებიც ცირკულირებს.

ექიმ თიურეჩის თქმით, მესამე დოზა იწვევს მდგრად მანეიტრალიზებელ პასუხს როგორც „დელტა“, ისე „ბეტა“ ვარიანტების წინააღმდეგ. ამიტომ, კომპანია მესამე დოზის საჭიროებას სრული აცრიდან 6-12 თვის განმავლობაში საჭიროდ მიიჩნევს დაცვის უმაღლესი დონის შესანარჩუნებლად.