ქართული საზამთროს ექსპორტი 143-ჯერ გაიზარდა - სად გავყიდეთ პროდუქტი

მაშინ, როდესაც საქართველოში საზამთროს იმპორტი რეკორდულად იზრდება, ასევე რეკორდულად მატულობს ადგილობრივი ექსპორტიც.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქართული საზამთროს ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 143-ჯერ გაიზარდა. პანდემიამდელ 2019 წელს კი ადგილობრივი ექსპორტი საერთოდ არ განხორციელებულა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის 6 თვეში საქართველოდან უცხოეთში 1 430 ტონა საზამთრო გაიყიდა (ჯამში 439,6 ათასი დოლარის ღირებულების), 2010 წელს კი 10,2 ტონა (2,18 ათასი დოლარის ღირებულების).

აღსანიშნავია, რომ წელს ქართული საზამთროს ექსპორტი მხოლოდ 2 ქვეყანაში განხორციელდა:

  • სომხეთი - 1 070 ტონა (269,2 ათასი დოლარი)
  • რუსეთი - 360 ტონა (170,3 ათასი დოლარი)

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველომ უცხოეთში რეკორდულად დიდი რაოდენობით საზამთრო იყიდა. იანვარ-ივნისში ქვეყანაში სულ 10 434 ტონა ახალი საზამთრო შემოვიდა, რაც თითქმის 2,5-ჯერ მეტია პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საზამთროს ასეთი დიდი მოცულობით იმპორტი ქვეყანაში, ფაქტობრივად, არ განხორციელებულა.