„ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ ნებისმიერ აუცრელ ადამიანთან ფიზიკური კომუნიკაცია“

„ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ ნებისმიერ აუცრელ ადამიანთან ფიზიკური კომუნიკაცია,“ - ამის შესახებ, „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის“ ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემმა ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შევწყვიტოთ ნებისმიერ აუცრელ ადამიანთან ფიზიკური კომუნიკაცია საქმიან თუ არასაქმიან გარემოში. არც ის გაგიკვირდეთ, როდესაც კითხვას დაგისვამთ ხართ თუ არა აცრილი ინტერვიუს, შეხვედრის თუ სხვა ნებისმიერი სახის ფიზიკური კომუნიკაციის სურვილის შემთხვევაში,“-წერს ქოქიაშვილი.

თაია არდოტელი