ივლისში ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობა პანდემიამდელ, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 21,4%-ით გაიზარდა.
ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ასევე პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით, 2021 წლის ივლისში გაიზარდა საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებიც. კერძოდ, ანგარიშის თანახმად, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების ზრდა დადებით ნიშნულს ინარჩუნებს და 2019 წელთან შედარებით 11.3%-ს უტოლდება.