ლარი დაახლოებით 1 პუნქტით გამყარდა

ბანკთაშორის სავალუტო ვაჭრობის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა ლარი-დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 26 დეკემბრისთვის 1, 8793 ლარი დაადგინა.

ცნობისთვის, გუშინდელი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარი 1, 8904 ლარი ღირდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ვალუტა მცირე ბიჯებით უკვე მეოთხე დღეა ზედიზედ მყარდება დოლართან მიმართებაში. ეკონომიკური ექსპერტები ამას წინასაახალწლო პერიოდს უკავშირებენ, როცა საახალწლო საჭიროებისთვის ხშირია მოსახლეობის მხრიდან დოლარის ეროვნულ ვალუტაში გადახურდავების შემთხვევები.

2 დეკემბრის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონზე დოლარი გასაყიდად აღარ გამოუტანია. ამ დღეს სებ-მა ბაზარზე 40 მილიონი აშშ დოლარის ინტერვენცია განახორციელა, მანამდე კი 25 ნოემბერს ამავე მოცულობის დოლარის მასა გაყიდა.