ჯეფ ბეზოსმა მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში პირველ ადგილზე, ფრანგი მილიარდერი, ბერნარ არნოა. ამ დროისთვის მისი ქონება 197,5 მილიარდ დოლარს შეადგენს, „ამაზონის“ დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის კი 192 მლრ დოლარს.
გთავაზობთ, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულს: (რეიტინგი შედგენილია Forbes-ის მიხედვით)
- ბერნარ არნო დ ოჯახი - 197,5 მლრდ დოლარი
- ჯეფ ბეზოსი - 192 მლრდ დოლარი
- ილონ მასკი - 184,5 მლრდ დოლარი
- მარკ ცუკერბერგი - 130 მლრდ დოლარი
- ბილ გეითსი - 129,5 ლრდ დოლარი
- ლარი პეიჯი - 117,2 მლრდ დოლარი
- ლარი ელისონი - 116,6 მლრდ დოლარი
- სერგეი ბრინი - 113,4 მლრდ დოლარი
- უორენ ბაფეტი - 104,8 მლრდ დოლარი
- ფრანსუაზა ბეტენკურტ მაიერი და ოჯახი - 92,2 მლრდ დოლარი
რაც შეეხება Forbes-ის სიის ქართველ მილიარდერებს, ამ დროისთვის მიხეილ ლომთაძე ფლობს 5,1 მლრდ დოლარს, ბიძინა ივანიშვილი კი 4,8 მლრდ დოლარს.