”ლუკოილში” საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები 2-7 თეთრით შემცირდა

ლუკოილში საწვავის ფასი კიდევ 2-7 თეთრით შემცირდა.

კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ”ლუკოილში” ევრორეგულარის ფასი 5 თეთრით შემცირდა და ამ დროისათვის 1.79-ს შეადგენს, პრემიუმ ავანგარდის ფასი 7 თეთრით შემცირდა და 1.94 ლარია, ევროსუპერის ფასი 5 თეთრით შემცირდა და 2.04-ს შეადგენს, ხოლო ევროდიზელის ფასი 2 თეთრით შემცირდა და ამ დროისათვის 1.94 ლარი ღირს.