აშშ-მ შესაძლოა, 2050 წლიდან ტრადიციულ ავიასაწვავზე უარი თქვას

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმის ფარგლებში განიხილავს შესაძლებლობას განსაზღვროს 2050 წელი იმ ზღვრად, რომლის შემდეგ ამერიკული ავიაცია უარს იტყვის ტრადიციული საწვავის გამოყენებაზე. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” სიტუაციაში გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

აშშ მოელის, რომ 2050 წლისთვის ავიაკომპანიები გამოიყენებენ მხოლოდ განახლებადი რესურსებისგან მიღებულ საწვავს. ეს განხილვები ჯერ ადეულ სტადიაზეა და მის შესახებ სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაადასტურეს, რომ უფრო ეკოლოგიური საწვავის გამოყენების საკითხი განიხილება, თუმცა კომენტარს არ აკეთებენ.

“ადმინსიტრაცია მოწადინებულია კლიმატის გაუმჯობესებისთვის მუშაობის დაჩქარებაზე ეკონომიკის ყველა სექტორში და სეგმენტში, როგორც ამას გვკარნახობს თავად კლიმატური კრიზისი”, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კლიმატის საკითებში ალი ზაიდიმ.

როგორც ცნობილია, აშშ და ევროპა ცდილობენ იპოვონ მეთოდები, რომელიც გაზრდის ინტერესს წარმოებაში განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე, რაც რამდენჯერმე ძვირია სტანდარტულ საავიაციო საწვავზე. ეკოლოგიური საავიაციო საწვავი დამზადებულია ისეთი ნედლეულისისგან, როგორიცაა გამოყენებული მცენარეული ზეთი და ცხოველური ცხიმი. მისი გამოყენება დღეისათვის არის ძალზედ მიზერული ავიასაწვავის საერთო გამოყენებასთან შედარებით.

კოკა კვირკველია