უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა უკვე შესაძლებელია ქირურგიის ეროვნული ცენტრი ინოვაციების ავანგარდში!

პირველად საქართველოში, აღმოსავლეთ ევროპაში, აზიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, ციფრული პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფი - PET/CT ქირურგიის ეროვნულ ცენტრში დაინსტალირდა.

სიახლეს პროფესიონალი ონკოლოგები უკვე აფასებენ, როგორც კიბოსთან ბრძოლაში კიდევ ერთ, წინ გადადგმულ ნაბიჯს. ახლა კი, უფრო დაწვრილებით, თუ რითია გამორჩეული ეს დანადგარი და რატომ ითვლება თანამედროვე მსოფლიო მედიცინის განსაკუთრებულ მიღწევად.

რა არის პოზიტრონულ–ემისიური ტომოგრაფი (PET/CT)?

პეტ/კტ ბირთვული მედიცინის ფუნქციონალური დიაგნოსტირების მეთოდია, ჰიბრიდული კვლევაა, რომელიც აერთიანებს პოზიტრონულ-ემისიურ და კომპიუტერულ ტომოგრაფიას. ამ მონაცემების შეჯამებით კი, სიმსივნის ზუსტი მდებარეობა და წარმონაქმნის მეტაბოლიზმი ვლინდება. Philips Vereos digital PET/CT აპარატმა გლობალურ ბაზარზე აღიარება გამოჩენისთანავე მოიპოვა. იგი მსოფლიოში პირველი და ერთადერთი სრულად ციფრული სკანერია. სხვა ანალოგურ აპარატებთან შედარებით კი, ციფრული PET/CT:

· გამოირჩევა ფოტონის ციფრული დათვლის ტექნოლოგიით. არეგისტრირებს ყველა უნიკალურ ფოტონს, რომელიც არსებობს უჯრედში იზოტოპის დაშლის შედეგად;

· გაზრდილი მგრძნობელობის ხარჯზე გვაძლევს გამოსახულების მაღალ ხარისხს;

· გვაძლევს წარმონაქმნის ზუსტი აღწერის საშუალებას;

· ავლენს ისეთი უმცირესი ზომის სიმსივნურ კერებსაც კი, რომლებიც 2-3 მმ-ს არ აღემატება და ვერ დადგინდებოდა „ანალოგური“ , ანუ ძველი თაობის პეტ აპარატის საშუალებით;

· მოიხმარს იზოტოპის ნაკლებ დოზას, შესაბამისად, ნაკლებად მგრძნობიარეა მისი ნახევარდაშლის მიმართ და პაციენტი იღებს უმცირეს სხივურ დატვირთვას;

· კვლევა ტარდება პაციენტისთვის მინიმალურ დროში.

cifrulianaloguri-pet-ct-pozitroni-1628748460.jpg

ძველი თაობის , „ანალოგური“ დანადგარებისგან განსხვავებით, მას შეუძლია მილიმეტრული სიზუსტით, ადამიანის სხეულის ნებისმიერ წერტილში არსებული ისეთი მცირე ზომის კიბოს უჯრედისა თუ გავრცელებული მეტასტაზების დანახვა და ზუსტი მდებარეობის განსაზღვრა, რომლებიც არ ჩანს კომპიუტერული ტომოგრაფიის, მაგნიტურ-რეზონანსული და სხვა რადიოლოგიური გამოკვლევების დროს. თავად, კომპანია Philips-ის შეფასებით, ეს არის აპარატი, რომლის გამჭრიახ თვალსაც მილიმეტრული ზომის წარმონაქმნიც კი არ გამოეპარება! ასევე, აღსანიშნავია, რომ პეტ/კტ კვლევა, ონკოლოგიურ შემთხვევათა 36%-ში, მკურნალობის ტაქტიკას ცვლის!

საერთაშორისო მხარდაჭერა

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ემორის უნივერსიტეტის გრეიდის ჰოსპიტლის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორი რაგუვერ ჰალკარი (Raghuveer K. Halkar). ჩვენს კლინიკაში ონკოლოგიურ პაციენტთა მკურნალობის მეთოდი განისაზღვრება მულტიდისციპლინური მიდგომით. თითოეული პაციენტის შემთხვევა განიხილება ონკოკონსილიუმზე, ე.წ. Tumor Board-ის მიერ, ერთობლივი მსჯელობისა და დისკუსიის შედეგად. უშუალოდ კვლევას კი, ბირთვული მედიცინის ექიმ-სპეციალისტი შორენა ესიაშვილი ხელმძღვანელობს.

კვალიფიციური მკურნალობა იწყება აქ

ქირურგიის ეროვნული ცენტრი საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ონკოლოგიურ პაციენტებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩაიტარონ უმაღლესი ხარისხის, უმნიშვნელოვანესი დიაგნოსტიკური კვლევა. პოზიტრონულ-ემისიური კომპიუტერული ტომოგრაფის გარეშე, ონკოპაციენტებითვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა წარმოუდგენელია! ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან ერთად კიბოს დამარცხება შესაძლებელია!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართია: ქ. თბილისი, დიღომი, ჩაჩავას ქ. N7

საკონტაქტო ნომერი: 2 02 25 25; 577 119 119

(R)