Samsung-მა ახალი კეცვადი სმარტფონები Galaxy Z წარმადგინა (+ფოტო)

Samsung Electronics-მა ოთხშაბათს გამართულ პრეზენტაციაზე ოფიციალურად წარმოადგინა ახალი კეცვადეკრანიანი სმარტფონები - Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3, უსადენო ყურსასმენები Galaxy Buds2, ასევე ჭკვიანი საათები Galaxy Watch4 და Galaxy Watch4 Classic.

კომპანია გავრცელებულ პრესრელიზში გვარწმუნებს, რომ სმარტფონებს აქვთ წყლისგან დაცვა IPX8 სტანდარტით. ისინი ასევე აღჭურვილია სპეციალური შუშით, რომელიც იცავს ნაკაწრებისგან და სხვა დაზიანებებისგან და აქვს ალუმინის არმირებული ჩარჩო, ახალი დამცავი ფირი, ხოლო მისი ეკრანის სტრუქტურა 80%-ით უფრო მედეგია ცვეთის მიმართ, ვიდრე წინა მოდელები.

sas1-1628748649.jpg

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ახალი სმარტფონების მფლობელები ეფექტურად შეასრულებენ Microsoft Teams პლატფორმაზე დავალებებს, გამოიყენებენ რეჟიმს Flex ონლაინ-შეხვედრების გასამართად. გარდა ამისა, სმარტფონებზე ხელმისაწვდომია ორპანელიანი რეჟიმი Outlook.

sams-1628748669.jpg

Fold3-ის დისპლეი აღჭურვილია ახალი ტექნოლოგიით, რომელიც 29%-ით მეტად კაშკაშაა უფრო ნაკლები ენერგიის მოხმარების ფონზე. ასევე გაიზარდა სტილუს S Pen-ის შესაძლებლობები. ახლა მომხმარებლებს ვიდეო ზარის დროს შეეძლებათ მონიშვნების გაკეთება.

sams2-1628748698.jpg

Flip3-ის კამერას აქვს რეჟიმი Flex, რომელიც სელფის გადაღებაში ხელის დახმარების გარეშე დაგეხმარებათ. გარეთა ეკრანი გახდა ოთხჯერ უფრო დიდი Galaxy Z Flip-თან შედარებით, რაც მას საშუალებას მისცემს, ნახოს შეტყობინებები მოწყობილობის გახსნის გარეშე. სმარტფონი 4 შეფერილობით იქნება ხელმისაწვდომი და მასზე შეკვეთები 11 აგვისტოდან დაიწყო.

sams4-1628748727.jpg

კოკა კვირკველია