ჰაკერებმა ბლოკჩეინ-პლატფორმას Poly Network მოპარული კრიპტოვალუტების თითქმის ნახევარი უკან დაუბრუნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNBC ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ჰაკერებმა 600 მლნ დოლარის კრიპტოვალუტა მოიპარეს.
მანამდე ამ ონლაინ პლატფორმის წარმომადგენლებმა ტვიტერში დაწერეს, რომ “ჰაკერებმა დაიწყეს მათი სახსრების დაბრუნება”. Poly Networ-მა პირველად თქვა, რომ მათ 4,7 მილიონის ღირებულების მოპარული დაუბრუნეს, უკვე ადგილობრივი დროით 11 საათისთის კი ჰაკერებს დაბრუნებული ჰქონდათ 258 მილიონის ღირებულების “ციფრული ნადავლი”.
შეგასენებთ, გუშინ გავრცელდა Poly Network-ის საგანგებო განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ჰაკერებმა მისი სისტემის დაუცველობა გამოიყენეს და 600 მლნ დოლარის (433 მლნ ფუნტის) ციფრული ტოკენის გატაცება შეძლეს. გატაცებულია 267 მლნ დოლარის ეთერიუმი, 252 მლნ დოლარის Binance-ის მონეტები და 85 მლნ დოლარის USDC-ის ტოკენები.
Poly Network დეცენტრალიზებული ფინანსური, იგივე Defi-პროვაიდერია, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ერთი ბლოკჩეინის ტოკენები მეორე, განსხვავებულ ქსელში გადაიტანონ.