სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა, მგზავრების რაოდენობა შემცირდა

2021 წლის იანვარ-მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 500 ათასი ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-მაისში გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 16 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 15.5 მლნ ტონა იყო.

სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2020 წლის იანვარ-მაისთან შედარებით 6,780 მლნ მგზავრით შემცირდა. კერძოდ, 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 76,52 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2020 წლის იანვარ-მაისში კი ეს ციფრი 83.3 მლნ იყო.

2021 წლის იანვარ-მაისში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 500 ათასი ტონით შემცირდა და 6.9 მლნ ტონა შეადგინა, მაშინ როცა 2020 წლის ამავე პერიოდში 7.4 მლნ ტონა იყო.

ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 68,235 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, იანვარ-მაისში 164,302 კონტეინერი, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 232,537 კონტეინერი გადამუშავდა.

თაია არდოტელი