ძვირფასი საჩუქარი - წიგნი, რომელიც მხოლოდ 399 ეგზემპლარად გამოიცა

შეუფასებელი და ამავე დროს, ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - გამომცემლობა ”პალიტრა L”-მა ლიმიტირებული ტირაჟით ბიბლია გამოსცა.

განსაკუთრებული გამოცემა მხოლოდ 399 ეგზემპლარად გამოიცა. ყოველი წიგნი უნიკალურია და საკუთარი ნომერი აქვს. უნიკალური გამოცემა ხელით დამზადებულ მოვარაყებულ კარედშია ჩასმული. 1000 გვერდიან წიგნზე ყდა ხელით არის გადაკრული. ბიბლიის ყდა ხელოვნების მუზეუმში დაცული სტელებიდან, ხელით შესრულებული ძველი ქართული ორნამენტებითაა შემკული.

წიგნი საქართველოს საპატრიარქოს მიერ 2009 წელს გამოცემული ბიბლიის ტექსტის მიხედვით მომზადდა. ტექსტი ძვირფას ქაღალდზეა დაბეჭდილი. გამოცემაში დატანილია ხელნაწერთა მუზეუმში დაცული ოთხი ფერადი ილუსტრაცია. წიგნების ლიმიტირებული ტირაჟით გამოცემა მსოფლიოს წამყვან გამოცემებში აპრობირებული პრაქტიკაა. მსოფლიოს მასშტაბით მაღალი დონის გამომცემლები, რომლებიც მკითხველის ნდობით სარგებლობენ, წიგნების სხვადასხვა ლიმიტირებულ ტირაჟს, სპეციალურ სასაჩუქრე ვერსიებს ყიდიან. გამოცემები ძვირადღირებულია და საშუალო და მაღალი შემოსავლის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი. ბიბლიის უნიკალური გამოცემის ღირებულება, სავარაუდოდ 500 ლარი იქნება. წიგნი ”ბიბლუსი გალერეაში”, ასევე საეკლესიო და საიუველირო ნივთების მაღაზიებში გაიყიდება.

გარდა ამისა, გამომცემლობა ”პალიტრა L” სამომავლოდ, ლიმიტირებული ტირაჟით ”ვეფხისტყაოსნის” გამოცემასაც გეგმავს.

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომერზე: 2 19 60 13

იხილეთ ფოტოგალერეა