ამერიკული კომპანია MGM Resorts, რომელიც ფლობს სასტუმროებისა და კაზინოების ქსელს, გასაყიდად გამოიტანს ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს 11 ნამუშევარს, რომელთა ჯამური ღირებულება არის 104 მილიონი დოლარი. ამის შესახებ “ბლუმბერგი” წერს.
სააგნეტოს მონაცემებით, გაყიდვებს უზრუნველყოფს სააუქციონო სახლი Sotheby's. ღონისძიება გაიმართება 23 ოქტომბერს სასტუმრო-კაზინოში Bellagio ლას ვეგასში.
სავაჭროდ გამოიტანენ ტილოებს, ნახატებსა და კერამიკას.
მოსალოდნელია, რომ ყველაზე ძვირიანი ლოტი იქნება ტილო სახელად “ქალი ნარინჯისფერი ბერეტით და ბეწვის საყელოთი” (1938 წ), რომელზეც აღბეჭდილია პიკასოს ნატური მარია-ტერეზა ვალტერი. მისი ფასი 20-30 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. აუქციონზე ასევე გაიტანენ ნახატებს “მამაკაცის ბიუსტი” (1969წ), “ნატურმორტი ხილის კალათით” (1942წ) და სხვა ნამუშევრებს.