ამერიკელმა მზარეულმა მცენარეული ვაფლი შექმნა, რომელიც ჩვეულებრივი ვაფლივით გემრიელია

ნიუ-იორკის მცხოვრები, ჯოზეფ მალიანო მცენარეული ბლინებისა და ვაფლის წარმოებას გეგმავს. თავისი სტარტაპისთვის საინვესტიციო პლატფორმა kickstarter.com-ზე მან თანხის შეგროვების კამპანია წამოიწყო, რის შედეგადაც პირველივე კვირაში 27 000 დოლარი დააგროვა.

მცენარეული ვაფლის პროდუქტის შემცველობა გამორიცხავს შაქარს, რძეს, სოიოს, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებსა ან ხელოვნურ ინგრედიენტებს, რომლითაც ტრადიციულ ვაფლს ამზადებენ. მალიანო ამტკიცებს, რომ მცენარეული ვაფლი, ჩვეულებრივის მსგავსად, გემრიელი იქნება.

„ჯოზეფმა ხილისა და ბოსტნეულის საფუძველზე შექმნა ალტერნატიული პროდუქტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იქნება და გარემოსაც არ დააზიანებს,“ - წერს NewFood.

superfood2-1628755123.png

ვაფლის დამზადების საფუძველია ჭარხლის, ბანანის, ვაშლის და ტკბილი კარტოფილის ფხვნილი, ასევე, ყვავილოვანი კომბოსტოს და ყაბაყის ფხვნილიც კი. იყენებენ ქერის ბოჭკოვან უჯრედსაც, საბოლოოდ კი ვაფლის დასამზადებელ ფხვნილს, უბრალოდ, წყალს ურევენ.

„ჩვენი ნაზავი ადგილობრივი ინგრედიენტებისგან მზადდება, ხოლო შესაფუთი ლითონის ნედლეული 40%-ით არის გადამუშავებული და მეორადი გადამუშავებისთვისაც ვარგისიანია,” - აცხადებს ჯოზეფ მალიანო.

ჯოზეფმა და მისმა მეგობარმა გოგომ, ჯენმა გადაწყვიტეს, დაეარსებინათ კვების კომპანია, რომელიც არ ანადგურებს პლანეტას. ამიტომაც შეაჩერეს ყურადღება მცენარეულ საკვებზე, რაც ეკოლოგიაზე ნახშირბადის მინიმალურ კვალს ტოვებს. ჯენი პროდუქტის გამოშვებაში, მიწოდების მდგრადი ჯაჭვის შექმნასა და მომარაგების ოპერაციებში თავის გამოცდილებას გამოიყენებს, თავად ჯოზეფი კი პროფესიონალი მზარეულია, რომელსაც კვების კომპანიის სტრუქტურის შექმნის გამოცდილება აქვს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ