ქართული თაფლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა

ბოლო 3 წელიწადია ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი იზრდება. 2021 წლის 6 თვეში კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

კერძოდ, საქსტატის ცნობით, წელს პირველ ნახევარში ქვეყნიდან გავიდა 49,05 ტონა თაფლი (156 ათასი დოლარის ღირებულების), რაც 16-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან და 39-ჯერ მეტია 2019 წლის 6 თვესთან შედარებით. კერძოდ, შარშან პირველ ნახევარში ექსპორტზე გავიდა 3 ტონა თაფლი (25,7 ათასი დოლარის ღირებულების), 2019 წელს კი 1,26 ტონა (11,9 ათასი დოლარის ღირებულების).

რაც შეეხება საექსპორტო ქვეყნებს, 2021 წლის იანვარ-ივნისში ქართული თაფლის ექსპორტი ჯამში 11 ქვეყანაში განხორციელდა.

ყველაზე დიდი რაოდენობით კი პროდუქტი შემდეგ ქვეყნებში გავიდა:

  • ბულგარეთი - 36,4 ტონა (71,3 ათასი დოლარი)
  • ყაზახეთი - 3,98 ტონა (17,28 ათასი დოლარი)
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 2,98 ტონა (18,86 ათასი დოლარი)