"გალფში" საწვავზე ფასის კლება გრძელდება

დღეიდან კომპანია "გალფში" საწვავის ყველა პროდუქტზე ფასები კიდევ 3-დან 7 თეთრამდე შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

"აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში კომპანიის ქსელში საწვავი 25-32 თეთრით გაიაფდა. მსგავსი ფასები საწვავზე საქართველოში ბოლო 5 წლის მანძილზე არ დაფიქსირებულა. "გალფის" ქსელში საწვავზე ფასის კლების ტენდენცია კვლავ გრძელდება", - განმარტავენ კომპანიაში.

როგორც გალფში აცხადებენ, აღნიშნულ პროდუქტებზე ფასის შემცირების შესაძლებლობა საერთაშორისო ბაზარზე "პლაცზე" ფასის კლებამ განაპირობა.  "აღსანიშნავია ასევე დამატებითი ფასდაკლების შესაძლებლობა, რომელსაც კომპანია Gulf Club-ის წევრებს სთავაზობს. აქციის ფარგლებში მომხმარებლები 5-დან 10 თეთრამდე ფასდაკლებით ისარგებლებენ. გარდა ამისა, თითოეული კლუბის წევრი გაორმაგებულ ქულებს მიიღებს", - აცხადებენ "გალფში".