კომპანია Samsung Electronics-ის ვიცე-პრეზიდენტი და ფაქტობრივად, Samsung Group-ის ხელმძღვანელი ლი ჩჟე იონი, რომელსაც წლის დასაწყისში 2,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციის გამო, პარასკევს ვადამდე-პირობითად გაათავისუფლეს. ამის შესახებ სააგენტო Yonhap წერს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლი ჩჟე იონი გახდა ერთ-ერთი 810 პატიმარს შორის, რომლებსაც შეეხოთ ამნისტია 15 აგვისტოს კორეის გათავისუფლების ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით. საპატიმროს დატოვებისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კიდევ ერთხელ ითხოვს პატიებას საკუთარი საქციელის გამო.
ლი ჩჟე იონს ბრალი ედებოდა რესპუბლიკის ყოფილ პრეზიდენტ პაკ კინ ხესთან დაახლოებული პირის ჩხვე სუნ სილის მოსყიდვაში, სამთავრობო მხარდაჭერის მისაღებად იმისათვის, რომ მოეპოვებინა კონტროლი Samsung Group-ზე, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელიც გახდა საბოლოო ჯამში. ბრალდების მიხედვით მან ქრთამის სახით 29,8 მილიარდი ვონი, იგივე 25,5 მილიონი დოლარი გადაიხადა.