2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7 484.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 21.8 პროცენტით მეტია.
საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 275.6 მლნ აშშ დოლარი (27.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 5 209.3 მლნ აშშ დოლარი (19.3 პროცენტით მეტი) იყო.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2021 წლის იანვარ-ივლისში 2 933.6 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.2 პროცენტი შეადგინა.