Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1190 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1190 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1150 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 12 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1138 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6550 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.