Airbnb-ზე დელტა შტამის გამო ჯავშნები იკლებს

უძრავი ქონების გაქირავების კომპანია Airbnb პროგნოზირებს, რომ მიმდინარე მესამე კვარტალში დელტა ვარიანტისა და ნელი ვაქცინაციის გამო მისი ჯავშნები მოიკლებს.

კომპანიის ამ პროგნოზის გამო, მისი აქციები 4%-ზე მეტად შემცირდა. Airbnb-ში აცხადებენ, რომ ჯავშნების რაოდენობა მეორე კვარტალთან შედარებითაც შემცირდება და 2019 წლის დონეზე დაბლა დარჩება.

„იქიდან გამომდინარე, თუ როგორ გამოვდივართ მეორე კვარტლიდან და როგორ გადავდივართ მესამეში, შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ შემოდგომისთვის ჯავშნების ნაკლები კომბინაცია გვაქვს,“ - აცხადებს ფინანსური დირექტორი, დეივ სტივენსონი.

გაქირავების ამ მეტად პოპულარულმა გლობალურმა კომპანიამ მეორე კვარტალში ჯავშნების რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა მოახერხა, რამაც 13,4 მლრდ დოლარს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ