სოფელ ზედა ვანში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სახალხო დამცველის რეკომენდაციას ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ვანის საჯარო სკოლის ახალი შენობით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ სოფელ ზედა ვანში ახალ სასწავლო წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა იფუნქციონირებს.

უწყების ინფორმაციით, სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია.

"შპს "პარმაღთან" ხელშეკრულება 16 დეკემბერს გაფორმდა და ამ ეტაპზე სკოლის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებიც დაწყებულია", - აღნიშნავენ სამინისტროში.