ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა

საპროცენტო განაკვეთები ფიზიკურ პირებზე ეროვნულ ვალუტით გაცემული სესხებისთვის გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტით გაცემული სესხებისთვის - შემცირდა.

ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ მე-2 კვარტალის საკრედიტო პირობების კვლევაშია აღნიშნული.

კერძოდ, სებ-ის ცნობით, ეროვნული ვალუტით გაცემული იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, ივნისში, მარტთან შედარებით, 1.2 პროცენტული პუნქტით, 12%-მდე გაიზარდა, ხოლო საცალო სესხებისთვის საპროცენტო განაკვეთი მცირედით შემცირდა და 17.8% შეადგინა.

საპროცენტო განაკვეთი აშშ დოლარით გაცემული იპოთეკური სესხებისთვის 0.9 პროცენტული პუნქტით, 5%-მდე, ხოლო ევროთი გაცემული სესხებისთვის 4.4%-მდე შემცირდა.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული, გამოკითხულთა აზრით, მომდევნო კვარტალში ფიზიკური პირების დაკრედიტების საპროცენტო პირობების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არაა.

თაია არდოტელი