,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’  ქართული ფარიკაობის მხარდამჭერია

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ქართული სპორტის აქტიური ქომაგი და მხარდამჭერია, სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე კომპანია სპორტის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ლატარიის მოთამაშეების საშუალებით სისტემატურად ახორციელებს.

მაშინ, როდესაც მომხმარებელი იძენს ლატარიის ბილეთს, ავტომატურად ხდება ქველმოქმედების მონაწილე, რადგან ლატარიის გათამაშებებიდან შემოსული თანხის ნაწილი სწორედ სოციალურ პროექტებს ხმარდება.

ამჯერად, ლატარიის კომპანია და ლატარიის მომხარებლები საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას დაუდგნენ გვერდით. ლატარიის კომპანიის მიერ გაღებული შემოწირულობით საქართველოს ფარიკაობის ფედერაციამ მოფარიკეებისთვის ფორმები და სპორტული აღჭურვილობა შეიძინა.

,,ქართველი მოფარიკეებისთვის ისეთი დიდი კომპანიის გვერდში დგომა, როგორიც ლატარიის კომპანიაა, ძალიან დიდი სტიმულია და შედეგიც სახეზეა - ჩვენმა სახელოვანმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ ტოკიოს ოლიპიადაზე ისტორიული შედეგი აჩვენა, ლატარიის კომპანიის საშუალებით ჩვენ განვაახლეთ სპორტული ინვენტარი, რასაც ჩვენი შემოსავლებით ნამდვილად ვერ შევძლებდით’’ - განაცხადა ფარიკაობის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ნინო ჯერენაშვილმა.

,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ლატარიის მოთამაშეებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძლებს ქართული სპორტის მხარდაჭერას.