დანიის ტრანსპორტის მინისტრი - შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში

დანიის საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. „ჩვენ ახლა ვართ სიტუაციაში, როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ვაქცინირებულია და ჩვეულ ყოველდღიურ რიტმს ვუბრუნდებით. შაბათიდან შეგვიძლია დავემშვიდობოთ პირბადეებს ავტობუსებში, მატარებლებსა და მეტროში, “- განაცხადა დანიის ტრანსპორტის მინისტრმა ბენი ენგელბრეხტმა.

ამ დროისთვის დანიაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60%.

„ჩვენ ახლა კარგად ვაკონტროლებთ ინფექციის გავრცელებას საზოგადოებაში. ასე რომ, შეგვიძლია პრევენციული რეკომენდაციების ადაპტირება ისე, რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ ნორმალური ყოველდღიური ცხოვრება“- აღნიშნა დანიის ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ჰელენ ბილსტედ პრობსტმა.

ამასთან, პირბადეების ტარება სავალდებულო დარჩება თვითმფრინავებსა და ქვეყნის იმ აეროპორტებში, სადაც საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის წესები მოქმედებს.