Top 5 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხოთ სანამ ბიზნესს დაიწყებთ

რეალური ისტორიები ბიზნესის განვითარებაზე, მოთხრობილი იმ ადამიანების მიერ, რომლებმაც დამოუკიდებლად შექმნეს წარმატებული კომპანიები - არ არის სათავგადასავლო რომანები. ეს წიგნები სწორად მოქმედების და სტრატეგიის სახელმძღვანელოა, რომლებიც შეცდომების შესახებ გვაფრთხილებს.

ასეთი წიგნების წაკითხვა სასარგებლოა მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის წამოწყება სურს.

დღეისათვის, ქართულ ბაზარზე არაერთი სტარტაპი გამოჩნდა. ბიზნესის დასაწყებად არ კმარა მხოლოდ საინტერესო იდეა. გარკვეული საბაზისო ცოდნა აუცილებელია, რომლებსაც ბიზნეს-ლიტერატურაშიც გაეცნობით.

ადამიანები, რომელთაც შექმნეს ბიზნესი, თავიანთი წარმატების თუ წარუმატებლობების შესახებ მკითხველს საკუთარ წიგნებში მოუთხრობენ. ეს წიგნები ძალიან საინტერესო და სასარგებლოა განსაკუთრებით მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება უნდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ყოყმანობს.

თუ გაქვთ საინტერესო იდეები, ან უკვე მზა ბიზნეს-გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ გახდეთ წარმატებული მეწარმე და თქვენი პროფესიული ოცნებები რეალობად აქციოთ, გირჩევთ გაითვალისწინოთ სხვა, უკვე შემდგარი ბიზნესმენების გამოცდილება.

სწორედ ამისთვის, ჩვენ შევარჩიეთ 5 წიგნი „ლურჯი ოკეანის“ სერიიდან, რომლებიც დაგეხმარებათ წამოიწყოთ, ან გააფართოვოთ საკუთარი ბიზნესი.

ბილ ოლეტი - „გამართული ანტრეპრენერობა“

MIT-ის პროფესორის, ბილ ოლეტის, ავტორობით შექმნილი მსოფლიო ბესტსელერი სახელმძღვანელო 24 ნაბიჯი წარმატებული სტარტაპის შესაქმნელად ქართულ ენაზეცაა ხელმისაწვდომი. წიგნში მდგრადი კომპანიის შექმნის შანსის გასაზრდელად საჭირო ისეთ სისტემურ მიდგომას გასწავლით, რომელიც შეცვლის თქვენს მსოფლმხედველობას ანტრეპრენერობის შესახებ და გიჩვენებთ გზას 24 ნაბიჯით, რომელიც წარმატებული სტარტაპის შექმნის საწინდარი გახდება.

წიგნი მსოფლიოს 21 ენაზეა ნათარგმნი და 200-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება სტარტაპების, დამწყები მეწარმეების, მაღალრეიტინგული უნივერსიტეტების, ბიზნესაქსელერატორების და ინკუბატორების მიერ. წიგნი თანმიმდევრულად აღწერს იმ საფეხურებს, რომელიც ანტრეპრენერმა ბაზრის სეგმენტაციიდან, პროდუქტის გეგმის შემუშავებამდე უნდა გაიაროს, რომ შექმნას წარმატებული სტარტაპი.

წიგნის ავტორი გახლავთ ბილ ოლეტი, MIT-ს მეწარმეობის ცენტრის ხელმძღვანელი და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, სერიული მეწარმე მრავალმილიონი საინვესტიციო პორტფელით, არაერთი საერთაშორისო ჯილდოსა და აღიარების მქონე ბესტსელერი წიგნების ავტორი.

foto5-1628862158.png

ალექს ოსტერვალდერი- „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი“

რევოლუციური, მსოფლიო ბესთსელერი წიგნი ბიზნესის სფეროში, რომლის მილიონობით ეგზემპლარიც გაყიდულია 37 ენაზე. ის USA Today-მ ყველა დროის საუკეთესო 12 ბიზნეს წიგნს შორის შეიყვანა. წიგნი არის მათთვის, ვინც ცვლის თამაშის წესებს, ისახავს რთულ ამოცანებს, ცდილობს არ დაკმაყოფილდეს მოძველებული ბიზნესმოდელებით და ქმნის მომავლის კომპანიებს. წიგნი გაეცნობით ძლიერ, მარტივ, ნაცად ხერხებს იმისათვის, რომ გაიაზროთ, შექმნათ, განაახლოთ და განახორციელოთ თქვენი ბიზნესი.

წიგნის თანაავტორი შვეიცარიელი ბიზნესთეორეტიკოსი, კონსულტანტი, მეწარმე და სპიკერი - ალექს ოსტერვალდერია. ოსტერვალდერის მიერ შემუშავებული ბიზნესმოდელის ტილო იქცა უნივერსალურ ენად ბიზნესის სფეროში და იგი უკვე 5 მილიონზე მეტმა ადამიანმა გამოიყენა თავიანთი ბიზნესის განსავითარებლად.

foto2-1628862388.png

ოლივერ გასმანი - „ბიზნესმოდელების ნავიგატორი“

ძლიერი ბიზნესმოდელი წარმატებული ბიზნესის საფუძველია. ამ წიგნის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ მხოლოდ 55 ბიზნესმოდელი დგას მსოფლიოს ყველაზე წარმატებული კომპანიების 90%-ის უკან. წიგნში დეტალურადაა აღწერილი 55-ივე მოდელი – თუ რას გულისხმობს, ვინ გამოიგონა და ვინ იყენებს მათ ახლა, როდის და როგორ შეგიძლიათ მოდელების გამოყენება თქვენს ბიზნესში.

ეს წიგნი დაგეხმარებათ იპოვოთ ზუსტად ის საჭირო ცვლილება თქვენს ბიზნესმოდელში, რაც წარმატებამდე მიგიყვანთ. ავტორს გამოცემული აქვს 4000-ზე მეტი პუბლიკაცია და რამდენიმე წიგნი ინოვაციის მენეჯმენის შესახებ. მისი წიგნი “ბიზნესმოდელის ნავიგატორი” მსოფლიო ბესთსელერია, რომელიც უამრავ ენაზე ითარგმნა და Financial Times-მა მას ნამდვილი სენსაციაც კი უწოდა.

foto3-1628862372.png

დიდი წიგნი ბიზნესზე

წიგნში გენიალური ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებს და ბიზნესსაქმიანობის სწორად წარმართვის წესებს გაეცნობით. „დიდი წიგნი ბიზნესზე“ მხოლოდ ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის არაა განკუთვნილი. ის ასევე საინტერესო და გამოსადეგია ახალგაზრდა სტარატაპერებისთვის, რომელიც ბიზნესს იწყებს, დიდი კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორისთვის, რომელსაც თვალთახედვის გაფართოება სურს და მომხმარებლისთვის, რომელსაც ბიზნესის მამოძრავებელი მოტივები აინტერესებს. ნებისმიერი კატეგორიის მკითხველი იპოვნის წიგნში შთაგონების წყაროს. სახელმძღვანელო მკითხველს დაეხმარება მომგებიანი ნიშის მოპოვებასა და გაჯერებული ბაზრის პირობებშიც კი გამორჩეული ადგილის დამკვიდრებაში.

წიგნი ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებაზე წაიკითხავთ: მარკეტინგის მენეჯმენტი, ფინანანსური და სტრატეგიული ოპერაციები, ბიზნესტაქტიკები და რისკების მართვა. წიგნი ყველასთვის გასაგები ენითაა დაწერილი და ნაბიჯ-ნაბიჯ, დიაგრამებით ხსნის თეორიას. ილუსტრაციები დაგეხმარებათ, მარტივად გაეცნოთ გენიალური ბიზნესმოაზროვნეთა შეხედულებებსა და საქმიანობას.

foto4-1628862346.png

ოსტერვარდელი ალექს; პინიე ივ; ბერნარდა გრეგ; სმითი ალან - „როგორ შევქმნათ პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს სურს“

გქონიათ ერთი შეხედვით კარგი იდეა, რომელმაც არ გაამართლა? გსურთ ახალი პროდუქტის შექმნა, მაგრამ არ ხართ დარწმუნებული იდეის სიწორეში? ვერ განსაზღვრავთ ზუსტად, რა სურთ თქვენს მომხმარებლებს? გინდათ, თავიდან აიცილოთ დროისა და ფულის ფუჭი ხარჯვა? მაშინ წარმატებული ბიზნესის ჩამოყალიბების გზაზე, ამ წიგნის წაკითხვა თქვენი პირველი სწორი გადაწყვეტილება იქნება. ეს წიგნი დაგეხმარებათ შექმნათ ზუსტად ისეთი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც მომხმარებლისთვის საჭირო, თქვენთვის კი - მომგებიანი იქნება.

foto1-1628862323.png