მსესხებლების 12,9% კრედიტს ვერ იხდის - რა მოცულობის კრედიტია გაცემული საქართველოში

საქართველოში მსესხებლების 12,9%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს“ 2021 წლის ივლისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 232 226 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 434 383 -ს შეადგენს. საერთო ჯამში, ივლისის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 798 862 ადამიანს აქვს, ჯამში 28 998 740 694 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,9% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივლისის მდგომარეობით ბანკებიდან კრედიტი აღებული აქვს 1 582 996 მსესხებელს, 26 677 018 948 ლარის მოცულობის.

სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 569 165 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 1 833 007 771 ლარს შეადგენს. კიდევ 20 295 ადამიანს კი სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან, ჯამში 488 713 975 ლარის.

თაია არდოტელი