რა თანხას იხდის სათამაშო ბიზნესი საქართველოს ბიუჯეტში

2021 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აზარტული თამაშებიდან ბიუჯეტში შესული თანხა გაიზარდა.

კერძოდ, როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში 31 064 348 ლარს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 11 269 505 ლარს შეადგენდა.

ამასთან, 2021 წლის 1-ელ ნახევარში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 16 581 219 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 2 900 539 ლარი; სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობიდან - 6 040000 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 5 453 135 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი კი - 5 542 589 ლარი იყო.

რაც შეეხება პანდემიურ 2019 წელს, იანვარ-ივნისში სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელის სახით ბიუჯეტში 62 908 925 ლარი შევიდა.

თაია არდოტელი