გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელის პენსია 15 000 ევრო იქნება

გერმანიის კანცლერის თანამდებობის დატოვების შემდეგ ანგელა მერკელის ყოველთვიური პენსია 15 000 ევრო იქნება. ამ ინფორმაცის გერმანიის გადასახადების გადამხდელთა კავშირი ავრცელებს.

კავშირის ცნობით, მერკელის პენსიის რაოდენობას მისი სამუშაო სტაჟი და დაკავებული თანამდებობა განსაზღვრავს. გერმანიის კანონმდებლობის მიხედვით, ბუნდესტაგის დეპუტატს უფლება აქვს პენსიის სახით ხელფასის 65% მიიღოს.

შეგახსენებთ, გერმანიაში საპარლამენტო არჩევნები 25 სექტემბერს გაიმართება. ანგელა მერკელი, რომელიც გერმანიის კანცლერის თანამდებობას 16 წლის მანძილზე იკავებდა, კენჭისყრაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.