ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 98 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 ადამიანი

გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 98 ადამიანით გაიზარდა და მთლიანობაში 23 554 შეადგინა. ამის შესახებ „სპუტნიკი“ ე.წ. ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით იუწყება.

ამავე პერიოდის განმავლობაში გარდაიცვალა ერთი ადამიანი, რომლის ასაკი 89 წლის იყო.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 342 ადამიანს შეადგენს.

მათივე ინფორმაცით, ბოლო 24 საათში ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსის გამოსავლენად 368 ტესტი ჩატარდა.