„ფიტნეს-კურორტები“- ახალი ტენდენცია, რომელიც პანდემიის დროს განსაკუთრებით პოპულარული ხდება

კორონავირუსის პანდემიის გამო, გასული წლის გაზაფხულიდან ქვეყნების უმეტესობაში შეზღუდვები დაწესდა, ხელისუფლებები კი მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

დისტანციურად მუშაობა და სწავლა, სახლში დიდი ხნით ყოფნა, ნაკლები ფიზიკური აქტივობა, საკვების სახლში გამოძახება, სტრესი- ეს ის მცირე ჩამონათვალია, რაც წელიწადზე მეტია ჩვენი ყოველდღიური რეალობა გახდა.

შედეგად კი ამ ყველაფერმა წონის მატება გამოიწვია. დღესდღეობით პლანეტის მასშტაბით მილიონობით ადამიანი უჩივის მომატებულ კილოგრამებს.

CNN წერს, რომ ბოლო დროს ერთი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა- ადამიანები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ დაისვენონ, შვებულების აქტიურად გატარებისა და ფორმის შენარჩუნების მიზნით უპირატესობას ფიტნეს-კურორტებს ანიჭებენ.

გამოცემის მიხედვით, მსგავს კურორტებზე მათ საშუალება აქვთ ივარჯიშონ, იცურონ, დაკავდნენ იოგითა და მასაჟით.

ამას გარდა, პანდემიის გამო ხალხი საზოგადოებასთან ურთიერთობას გადაეჩვია, მსგავს კურორტებზე კი ისინი საერთო მიზნის მისაღწევად იქნებიან და ეს მათ მოტივაციას გააძლიერებს.

fitnes-1629012982.jpg

CNN-ის მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ადგილია კურორტი Movara, რომელიც იუტას შტატში მდებარეობს. აქ ადამიანებს კანიონის ხედებით ტკბობის გარდა შესაძლებლობა აქვთ აქტიურად დაისვენონ და ძველ ფორმას დაუბრუნდნენ.

„ახლა, როდესაც მსოფლიო თავიდან იხსნება, ფიტნეს-კურორტები გაცილებით უფრო პოპულარული გახდება და ხალხს შეეძლება პანდემიამდელ ცხოვრებას დაუბრუნეს, ეს კი მათ ჯანსაღი ცხოვრებითა და კარგი ფორმით უნდა დაიწყონ“-წერს გამოცემა.

fitt-1629012994.jpg

ბექა ბერიაშვილი