ესპანურ ქალაქში სოციალური ქსელების საპირისპიროდ „გარეთ სხდომის“ ჩვეულება აღადგინეს

ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ალგარში, რომელიც UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მოპოვებას ცდილობს, მერიის ინიციტავით საღამო ხანს სახლის გარეთ სხდომის ჩვეულება აღადგინეს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

დღის ბოლოს, როცა მოსაღამოვდება, მოსახლეობას გარეთ სკამები და მაგიდები გააქვს და თავიანთი სახლების წინ სხდებიან. ჩვეულების აღდგენის მიზანია სოციალურ ქსელებში „ჩაკეტილი“ ადამიანების სუფთა ჰაერზე გაყვანა და პირისპირ მეზობლური ურთიერთობების აღდგენა. სახლებთან მსხდომი მეზობლები ერთმანეთში ბანქოს თამაშობენ ან უბრალოდ, ისვენებენ.

„ბავშვვები ხშირად უერთდებიან უფროსებს, მაგრამ თინეიჯერული სახეები ცოტაა,“ - აცხადებს ალგარის მერი, ხოსე კარლოს სანჩესი, რომელიც იმედოვნებს, რომ ეს სურათი უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგან UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მოპოვების მიზნით, ქალაქის მოსახლეობა სულ უფრო მეტად უერთდება ამ ღონისძიებას. ამასთან, მერი ამბობს, რომ ბავშვობიდან ახსოვს, თუ როგორ მხიარულად ატარებდნენ დროს ოჯახები და მეზობლები, ამიტომ სოციალურმა ქსელებმა ამ პოპულარულ ტრადიციას ბოლო არ უნდა მოუღოს.

„დღეს სოციალური ქსელების ბუმია და ყველა სცოლიალურ ქსელშია, მაგრამ ვხედავ, რომ ადამიანებმა ეს გვერდზე გადადეს და მათში პირისპირ ურთიერთობებისა და პირადი საუბრბების მოთხოვნა იზრდება. ცხოვრების ტრადიციულ სტილზე გადასვლით ვცდილობთ, მოქალაქეებში ჰარმონიასა და ამაღლებულ განწყობას მივაღწიოთ,“ - აცხადებს ხოსე კარლოს სანჩესი.

მისი თქმით, გარეთ სხდომა, ასევე, ელექტროენერგიის დაზოგვას უწყობს ხელს, რაც ესპანეთში მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ქვეყანაში ელექტროენერგიის ფასებმა ამ კვირაში რეკორდულად მოიმატა, ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ის არის, რომ ანომალიური სიცხეების გამო მოსახლეობა კონდიციონერებს დიდი დატვირთვით იყენებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ