რუმინეთი მუნიციპალური ნარჩენების დახარისხებას იწყებს

რუმინეთის მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც ნარჩენების სავალდებულო დახარისხებას ითვალისწინებს. ინფორმაციას Digi24 ავრცელებს.

კანონპროექტის თანახმად, 2030 წლისთვის ქვეყანამ ნაგავსაყრელებზე ნაგვის რაოდენობა მუნიციპალური ნარჩენების 10%-მდე უნდა შეამციროს. გარდა ამისა, ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება და ყველანაირი ნაგვის ერთად შეგროვება აიკრძალება.

ამჟამად რუმინეთში ნარჩენების მხოლოდ 11%-ს გადაამუშავებენ მაშინ, როცა ევროპაში ეს მაჩვენებელი, საშუალოდ, 50%-ია. გერმანიას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს, სადაც ნარჩენების 70%-ის გადამუშავება ხდება. რუმინეთზე უარესი მდგომარეობა მხოლოდ მალტაშია, სადაც ნარჩენების მხოლოდ 6.5%-ს გადაამუშავებენ.

კანონპროექტზე შეთანხმხება, სავარაუდოდ, მომავალ კვირას დასრულდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ