მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 208 მილიონს გადააჭარბა, ვირუსს 4.37 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა

მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 208 მილიონს გადააჭარბა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს. ამავე სტატისტიკის თანახმად, კოვიდ 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.37 მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 186.4 მილიონს შეადგენს.

მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების აქტიური შემთხვევები 17 მილიონს აჭარბებს. კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი - 37.4 მილიონი შემთხვევა აშშ-ია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს 32.2 მილიონი შემთხვევით, მათ ბრაზილია, რუსეთი და საფრანგეთი მოჰყვებიან.