Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1100 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1093 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 13 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1238 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6698 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.