ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ყველა რეგიონში რეგისტრაციის გარეშე აცრის პუნქტები ამოქმედდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დამატებითი შეზღუდვების შემოღებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზეც უპასუხა და აღნიშნა, რომ მთავრობა, ამ ეტაპზე, დამატებითი შეზღუდვების შემოღებას არ გეგმავს.