ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მამუკა ბარათაშვილი დაინიშნა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ მამუკა ბარათაშვილმა დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მამუკა ბარათაშვილი 1999 წლიდან მუშაობს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. 2011-2020 წლებში იყო ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი; 2020 წლის თებერვლიდან - სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე.