ბრაზილიის ცენტრალურმა ბანკმა მაისიდან მოყოლებული პრაქტიკულად, გააორმაგა ოქროს მარაგები. მისი მოცულობა ახლა 129,97 ტონაა. ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Correio Braziliense ავრცელებს.
გამოცემის მონაცემებით, სამ თვეში მარეგულირებელმა 62,3 ტონა ოქრო შეიძინა საერთაშორისო ბაზრებზე. ყველაზე მსხვილი მატება მოხდა ივნისში - 41,8 ტონა. მაისში ბანკმა 11,9 ტონა იყიდა, ივლისში კი 8,5 ტონა. შედეგად კი ქვეყნის ოქროს მარაგები გაიზარდა 92,4%-ით, ხოლო მისი ღირებულება დოლარში 98,5%-ით.
2012 წლის ნოემბრიდან მიმდინარე წლის აპრილამდე ბრაზილიის ცენტრალურ ბანკს არ გადაუდგამს ნაბიჯი ოქროს მარაგების გაზრდისკენ. ივლისის ბოლოსთვის ქვეყნის ოქროს მარაგები შეფასებულია 355,7 მილიარდ დოლარად.