Super Mario Brothers-ის გაუხსნელი თამაში 2 მილიონი დოლარად გაიყიდა

გიფიქრიათ ოდესმე, რა ღირებულების იქნება თქვენს მიერ მივიწყებული ძველი ნივთები? შესაძლოა, სულაც მილიონერები გახდეთ. „სუპერ მარიოს“ ერთმა უცნობმა თამაშმა ამ მხრივ ყველა რეკორდი მოხსნა და 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ფაქტმა ვიდეო თამაშების კოლექციონერებში ნამდვილი ბრძოლა გამოიწვია, ყველას სურდა ამ განსაკუთრებული ეგზემპლარის დასაკუთრება.

New York Times- ის თანახმად, კონკრეტული გარიგება განხორციელდა პლატფორმაზე სახელწოდებით Rally.

მთელს მსოფლიოში არსებულმა მოთამაშეებმა კარგად იციან Super Mario Bros- ის ლეგენდარული სტატუსი. სათამაშო ინდუსტრიაში, „სუპერ მარიო“ ერთ -ერთ მსოფლიო ლიდერად ითვლება. თუმცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აღმოჩენილი ორიგინალი თამაში 2 მილიონ დოლარად გაიყიდებოდა.

New York Times-ის ინფორმაციით, პლატფორმა Rally კოლექციონერებისგან ყიდულობს კომიქსებს, მანქანებს და სხვადასხვა საინტერესო ნივთებს, შემდეგ კი კონკრეტულ ნივთში საზოგადოებას ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდებს და მათ აქციების საკუთრებას სთავაზობს.

Super Mario Bros 2020 წლის აპრილში 140,000 აშშ დოლარად გაიყიდა, თამაშში პლატფორმას გასულ წელს 300,000 აშშ დოლარი შესთავაზეს, მაგრამ ინვესტორებმა შეთავაზება უარყვეს. ეს ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ინვესტორებმა ანონიმური მყიდველისგან 2 მილიონი დოლარის შეთავაზება მიიღეს. აქციონერების სამი მეოთხედი შეთანხმდა, რომ თამაში გაყიდულიყო.

ცხადია, ეს წინადადება ცვლის წინა გაყიდვებს და თამაშის სამყაროში აუქციონებისთვის მაღალ ზღვარს ადგენს.

თეონა რამაზაშვილი