მედია - აშშ-ში სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს სექტემბრის შუა რიცხვებიდან დამატებით დოზის მიღების საშუალებას მისცემენ

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 8 თვის შემდეგ ე.წ. „ბუსტერ“ დოზა შესთავაზონ, - ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაცია ოფიციალური განცხადების გაკეთებას მიმდინარე კვირაში გეგმავს, მოქალაქეებს კი ვაქცინის დამატებით დოზას, სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებიდან შესთავაზებენ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ, „ფაიზერის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის მესამე დოზით აცრის საშუალება ექნებათ. ადმინისტრაციის განმარტებით, მათ „ბუსტერ“ დოზის საყოველთაო გამოყენების ნებართვა ჯერ არ გაუციათ და მხოლოდ გარკვეული ჯგუფისთვის დაამტკიცეს.