იაპონური კომპანია სატვირთო მანქანებს ღორის ქონის ბიოსაწვავზე ამუშავებს

იაპონური სატრანსპორტო კომპანია Nishida Shoun თავისი ავტომობილებისთვის ბიოსაწვავს რესტორნებში დარჩენილი მცენარეული ზეთისა და ღორის ქონის შერევით აწარმოებს.

AgroTimes-ის ინფორმაციით, ზეთსა და ღორის ქონს იაპონური კომპანია 2000-მდე რესტორანში კერძების ნარჩენებისგან აგროვებს, ხოლო მათი გადამუშავებით იღებს ნედლეულს, რომელიც საწვავის წარმოებისთვის შესაფერისია. Nishida Shoun-ის ქარხანა ყოველდღიურად, დაახლოებით 3000 ლიტრ ბიოდიზელს აწარმოებს.

სატრანსპორტო კომპანიის ზოგიერთი მანქანა გადამუშავებული ქონისა და ზეთის საწვავს უკვე იყენებს, ხოლო შემოდგომიდან ამ ალტერნატიულ საწვავზე Nishida Shoun-ის 170-ვე სატვირთო მანქანა გადავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ