ჯანდაცვის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, რომ თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დამძიმდება, დამატებითი რეგულაციები დაწესდეს.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება მაქსიმალურად ეფექტურად გატარდეს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მსჯელობები გაგრძელდება ვინაიდან, ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესს. მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყველა ღონისძიების გატარება და ყველაფერი დროული იყოს“,-განაცხადა ტიკარაძემ.