Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1050 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1050 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1100 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 16 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1175 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6730 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.