ივლისში საქართველოში 208,4 მლნ დოლარი გადმოირიცხა

2021 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 208.4 მლნ აშშ დოლარი (652.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 10.4%-ით (19.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.3% იმ 20 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 20 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 95.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ივლისში რუსეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან და საბერძნეთიდან გადმოირიცხა.