Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.1180 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.1180 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.1100 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 17 აგვისტოს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.1191 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6715 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.