გაერთიანებულ სამეფოში „მოდერნას“ ვაქცინის 12-17 წლის ასაკის პირებში გამოყენების ნებართვა გასცეს

გაერთიანებული სამეფოს “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ“ „მოდერნას“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 12-17 წლის ასაკის პირებში გამოყენება დაამტკიცა.

„მოდერნას“ ვაქცინის მოზარდებში გამოყენების რეკომენდაცია ევროპელმა მარეგულირებლებმა ივლისში გასცეს, გაერთიანებულ სამეფოში კი მას აქამდე 18 წლის ასაკიდან პირების ასაცრელად იყენებდნენ.

აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ორი თვის წინ გაერთიანებული სამეფოს “მედიკამენტებისა და ჯანდაცვის პროდუქტების მარეგულირებელმა სააგენტომ“ 12-15 წლის ბავშვებში „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინის გამოყენება დაამტკიცა.