წინაპრების ნამოსახლარზე გაცოცხლებული ლეგენდა და ავთენტური რაჭული ღვინის მრავალფეროვნება

არავინ დაობს, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ჩვენი ქვეყნის ვენახები მეღვინეობის 8000 წლიან ტრადიციას ინახავს. მსგავს უნიკალურ წარსულ კი განსაკუთრებული ზრუნვა და გაფრთხილება სჭირდება, რათა ქართული ღვინის ისტორია მომავალშიც გაგრძელდეს.

„ნაბერაული“ 6 თვეზე მეტია, რაც ქართველ მომხმარებელს რაჭული ღვინის ნამდვილ გემოს უზიარებს. მეორე რთველიდან კომპანიამ უკვე მოახერხა ღვინის ასორტიმენტის ოთხი სახეობიდან თორმეტ სახეობამდე გაზრდა, საიდან შვიდი კლასიკური მეთოდით დაყენებული და ხუთამდე სახეობის ტრადიციული ღვინოებია.

დღესდღეობით „ნაბერაულის“ ღვინოების შეძენა თბილისის თითქმის ყველა ღვინის მაღაზიაში შეგიძლიათ, გარდა ამისა, მათი დაგემოვნება შესაძლებელია შემდეგ რესტორნებში: მონოგრაფი, ქართული სახლი, Brasserie Buvette, Food & Market, Tiffany Bar, ოტიუმი, პურის სახლი, რესტორანი სხვა, მეტეხის ჩრდილი, რესტორანი რესპუბლიკა და ცისკარი, სულიკო.

„ნაბერაულის“ ღვინის ასორტიმენტს მოიცავს ისეთი საინტერესო სახეობები, როგორებიც არის: რაჭული მწვანე, ტვიში, ალექსანდროული, ხვანჭკარა, ცოლიკაური, საფერავი-ძელშავი და უსახელაური.

კომპანიის უმთავრეს მისიაა რაჭის რეგიონმა მსოფლიო ღვინის რუქაზე ღირსეული ადგილი დაიკავოს. სწორედ ამიტომ, „ნაბერაულის“ უახლოეს სამომავლო გეგმებს ამერიკისა და ევროპისა და აზიის ბაზარზე ექსპორტი წარმოადგენს.

(R)