დეველოპერული კომპანია იორკ თაუერსის წარმატებული პროექტები

კომპანია იორკ თაუერსი ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო და დეველოპერული კომპანიაა ქართულ ბაზარზე. კომპანიას აქვს დასრულებული 20-მდე პროექტი, რომელმაც დიდი გამოცდილება შესძინა იორკ თაუერსს.

კომპანიისათვის პრიორიტეტია უმაღლესი ხარისხი, ხელმისაწვდომი ფასები და სწორად შერჩეული ლოკაციები. ამ ეტაპზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციით, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსი შენდება ტაბახმელაში სახელწოდებით „იორკ თაუნი“. პროექტი მოიცავს კერძო სახლებს-ვილებს, აპარტოტელს, სპაცენტრს, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრს, საპიკნიკე და საბავშვო გასართობ ზონებს, ველობილიკებს, მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ ტყეა, პროექტის 40% ეთმობა რეკრეაციულ ზონას, პროექტის ფარგლებში დადგეგმილია 6000 ხის დარგვა. იორკ თაუნი თბილისიდან 20 წუთის სავალზეა და ადამიანებს საშუალებას აძლევს ქალაქთან ახლოს, შეიქმნან მათთვის სასურველი გარემო, სუფთა ჰაერით, სიმშვიდეში, თანამედროვე არქიტექტურით დაპროექტებული ინტერიერი და ექსტერიერი- მომსახურების სრული პაკეტით, რაც იორკ თაუნის მაცხოვრებლებს ცხოვრებას გაუდვილებს. რაც მთავარია, ყველა მასალა, რასაც მშენებლობისთვის გამოიყენება არის ეკოლოგიურად სუფთა, ყველა მასალა უნდა აკმაყოფილებს ISO სტანდარტს. მეორე მასშტაბური პროექტი, რომელსაც პარალელურად ხორციელდება იორკ თაუერსის მიერ და თითქმის დასრულებულია არის „ლისი ვიუ“, საცხოვრებელი კომპლექსი ლისის ტბასთან ახლოს, არაჩვეულებრივი ხედებითა და ულტრათანამედროვე არქიტეტურით. ყველაფერი რაც კი კავშირშია „ლისი ვიუ“-ს პროექტთან, სამშენებლო მასალებიდან და სამშენებლო ტექნოლოგიებიდან დაწყებული, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის მდგომარეობით დამთავრებული, მიზნად ისახავს ბუნებრივი გარემოს შენარჩუნებას და ოჯახის ჰარმონიულ ცხოვრებას.

კომპანია იორკ თაუერსი ასევე ფლობს საინვესტიციო მიწებს ბაზალეთსა და მცხეთაში. უახლოეს მომავალში იორკ თაუერსი იწყებს ბათუმში, ზღვის პირას ახალ პროექტს, რომლიც ერთგვარი სავიზიტო ბარათი გახდება კომპანიისათვის.

აღსაღნიშნავია, რომ პანდემიის პერიოდში კომპანიას ერთი დღეც კი არ შეუჩერებია პროექტები, რაც განაპირობა მდგრადმა კაპიტალმა და სწორმა მენეჯმენტმა, შესაბამისად, იორკ თუაერსს, რომელიც ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია ქართულ ბაზარზე, უმუშევრად არ დაუტოვებია არც ერთი თანამშრომელი და სწორედ პანდემიის პერიოდში დაასრულა მშენებლობების მნიშვნელოვანი ეტაპები.

კომპანია იორკ თაუერსი აქტიურად არის ჩართული საქველმოქმედო საქმიანობასა და სოციალურ პროექტებში, ასევე გეგმავს საერთაშორისო ღონისძიებებსა და ფორუმებში მონაწილეობას, სადაც კომპანიის პოტენციალის გარდა წარმოაჩენს საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო კლიმატს.

(R)