ჯპს აფთიაქი - უსაფრთხო სივრცე ყველა მომხმარებლისთვის

ჯპს, როგორც ერთ-ერთი დიდი სააფთიაქო ქსელი, ჯანდაცვის სექტორში მსხვილი დამსაქმებელი და პაანდემიის ყველა ეტაპზე ფრონტის წინა ხაზზე მდგომი კომპანია, იღებს ვალდებულებას, რომ სააფთიაქო ქსელი მაქსიმალურად გახდეს უსაფრთხო სივრცე ადამიანებისთვის, მათი კარგად ყოფნისთვის, ჯანმრთელობისთვის, სილამაზისთვის. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა თანამშრომელმა გააზრებულად გადადგას პასუხიმგებლიანი ნაბიჯი და ჩაიტაროს ვაქცინაცია. კომპანიამ თავიდანვე აიღო ვალდებულება დახმარებოდა ნებისმიერ თანამშრომელს, ასვეე მის ოჯახის წევრს ვაქცინაციაზე რეგისტრაციის პროცესში.

დიახ, საზოგადოებაში ბევრი კითხვაა კოვიდ ვაქცინაციის თემაზე, ამისთვის ჯპს-ს ყველა ფარმაცევტს საშუალება აქვს დაესწროს სხვადასხა დარგის წამყვანი სპეციალისტების ვებინარებს, დასვას სასურველი შეკითხვები და მიიღოს ამომწურავი, ზუსტი პასუხები. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა თანამშრომელმა მყარი არგუმენტების საფუძველზე თავად მიიღოს აცრის გადაწყვეტილება.

კომპანიის მხრიდან გარდა საინფორმაციო ვებინარებისა, რა თქმა უნდა, დაგეგმილია სხვა მნიშვნელოვანი სამოტივაციო აქტივობები, როგორიცაა:

  • აცრის პერიოდში დამატებითი ანაზღაურებადი შვებლება. ვაქცინაციის დღეს თანამშრომელს საშუალება უნდა ჰქონდეს, რომ დაისვენოს და მშვიდ გარემოში იყოს.
  • კომპანიაში მუდმივად ტარდება კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები. ეს ფარმაცევტების არამარტო პროფესიულ ზრდას ემსახურება, არამედ ხელს უწყობს თანამშრომლების წახალისებას და ერთ გუნდად ჩამოყალიბებას. დიდი იმედი გვაქვს, რომ სრულად ვაქცინირებული ქსელი მალე შეძლებს არა ონალინ რეჟიმში, არამედ ასეთ ტრენინგებზე ფიზიკურად დასწრებას.
  • არც „მადლობა“ გვავიწყდება - ყველაზე ძლიერი სიტყვა ადამიანისადმი პატივისცემის და მადლიერების გამოსახატად.

ერთად დგომით, ერთიანი ძალებით და ყველა რეგულაციის სწორად დაცვით აუცილებლად დავამარცხებთ პანდემიას.

მოქმედების და პასუხისმგებლობის აღების დროა

ჯიპისი

(R)